ჯორჯე ენესკუ, როგორც ვირტუოზი მევიოლინე და დირიჟორი, ეწეოდა მეტად დაძაბულ საკონცერტო მოღვაწეობას, ამიტომ კომპოზიციაზე მუშაობისათვის ცოტა დრო რჩებოდა. ამასთანავე, დროს ართმევდა მრავალი მიწვევაც, ბინაზე კონცერტების ჩასატარებლად.
ერთხელ, როდესაც ენესკუ მუშაობდა ახალ ნაწარმოებზე, მიიღო მორიგი თავაზიანი მიწვევა საღამო-წვეულებაზე, სადაც გადაკვრით იყო ნათქვამი, რომ ვიოლინოს გარეშე არ მოხვიდეთო.
– ეშმაკმა დალახვროს ყველა კონცერტი! – განრისხდა კომპოზიტორი და სთხოვა მეზობელს, გადაეცა საღამოს დიასახლისისათვის ვიოლინო და წერილი:
“დიდად პატივცემულო ქალბატონო! ძალიან ვწუხვარ, რომ არ შემიძლია მოსვლა, რადგან თავს ცუდად ვგრძნობ. საბედნიეროდ, საღამოს მთავარი მოქმედი პირი, ჩემი ვიოლინო, ჯანმრთელია. მიიღეთ, თუ შეიძლება, ჩემს მაგივრად”.