როდესაც ჩინეთის არმიის 31 წლის დათხოვნილ ოფიცერს, ძიან ლინს, 5 წლის ვაჟმა დაბადების დღისთვის ტანკი სთხოვა, ტექნიკას მონატრებულ ყოფილ სამხედროს უცნაური აზრი დაებადა…
ტრაქტორის მუხლუხებითა და სატვირთო მანქანის ძრავით 2 თვეში შექმნა მსუბუქი ჩინური ტანკის ასლი, რომლის კოშკურა 360 გრადუსით ბრუნავს, ხოლო ქვემეხი წარმატებით აფრთხობს მეზობლებს ყალბი ზალპებით.’
”ყველაფერი სულ 7 ათასი დოლარი დამიჯდა, სამაგიეროდ, ახლა ბიჭსაც უხარია, მის ძმაკაცებსაც, მეც და ჩემს მეზობლებსაც”,”- ამბობს ლინი.