საჭიროა, მივიღოთ ბევრად მკაცრი კანონმდებლობა, _ ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა.
“ჩვენი სოციალური პრობლემებიდან ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მძაფრია, რომელიც არსებობს დღეს და ამას უნდა მივხედოთ, არა მხოლოდ განცხადებებით და სიტყვიერად, არამედ კანონმდებლობით. საჭიროა, მიღებულ იქნას ახალი, ბევრად მკაცრი კანონმდებლობა, რომელიც ისე დაადგენს ამის კრიმინალიზაციას, რომ ამ კუთხით უკვე ნამდვილად პრევენციული ზომები იქნება მიღებული”, _ უთხრა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს.