თურქეთში სამთო-სათხილამურო კურორტის სასტუმროში ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა, 32 კი დაშავდა,_ ამის შესახებ ინფორმაციას cnn თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი, ბოლუს პროვინციაში, კურორტ კარტალკაიაში მდებარე სასტუმროში, თურქეთის დროით დაახლოებით 03:27 საათზე დაფიქსირდა.
კურორტი პოპულარული ადგილია დამსვენებლებისთვის ზამთარში, განსაკუთრებით სასკოლო არდადეგების დროს, რომელიც გრძელდება იანვრიდან თებერვლის პირველ კვირამდე.