ბათუმში ბაგრატიონის ქუჩაზე ორი მსუბუქი ავტომობილი დაიწვა. შემთხვევა გამთენიას, საცხოვრებელი კორპუსის წინ მოხდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი მუშაობდა, თუმცა, ცეცხლის ლიკვიდაცია ვერ მოხერხდა და ავტომანქანები დაიწვა.
როგორ გაუჩნდა ცეცხლი სატრანსპორტო საშუალებებს, უცნობია. თუმცა, მაუწყებლის ინფორმაციით, ადგილობრივები ამბობენ, რომ ტერიტორიაზე დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა ავტომანქანებთან უცნობი პირი დააფიქსირეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.