წყალტუბოში, 9 აპრილის ქუჩის მიმდებარედ ხანძარი იყო.
ცეცხლი სატვირთო ავტომობილსა და საკანალიზაციო ქსელის დასაწყობებულ პლასტმასის მილებს გაუჩნდა. ინფორმაციას “ინფო იმერეთი” ავრცელებს.
“ინფო იმერეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია, შემთხვევის შედეგად კი არავინ დაშავებულა.
დაწყებულია გამოძიება, რომელიც მომხდარის გარემოებებს დაადგენს.
ფოტო: გიო თოდუა
































































