დღეს დაიწყო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ტრენინგები , რომელიც ჩატარდება 26 სექტემბრის ჩათვლით ექვს ეტაპად. ტრენინგები მიზნად ისახავს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების კვალიფიკაციის ამაღლებას.
ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბერდია ლომიძემ “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს თქვა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ინტენსიური პროფილური სწავლების ფორმატში მიიღებენ ინფორმაციას კენჭისყრის დღემდე და კენჭისყრის დღეს გასახორციელებელ საქმიანობაზე.
სასწავლო პროცესი წარიმართება პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაციის დაცვით. ტრენინგების ჩატარების ადგილზე მონაწილეებისთვის უზრუნველყოფილი იქნება სწრაფი ტესტის ჩატარება და ტრენინგზე დაშვება განხორციელდება ტესტირების უარყოფითი შედეგის საფუძველზე.
[sexy_author_bio]