საუდის არაბეთში, როგორც კანონდარღვევისთვის დასჯის ფორმა, გაროზგვა აიკრალა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, გაროზგვა ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით შეიცვლება. აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ მიიღო.
როგორც მედია წერს, გაროზგვის აკრძალვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, ადამიანთა უფლებათა სფეროში დაწყებული რეფორმის გაგრძელებაა, რომელსაც სამეფო ტახტის მემკვიდრე, პრინცი მუჰამედ ბიბ სალმანი ატარებს.
ცნობისთვის საუდის არაბეთში, 2019 წლის დეკემბერში, ადრეულ ასაკში ქორწინება ოფიციალურად აიკრძალა, ქორწინებისთვის მინიმალური ასაკი კი 18 წელი განისაზღვრა.