ლონდონის პარკ “კლეპჰემში” დაიდგა მსოფლიოში პირველი “სავაჭრო” ავტომატი ძაღლებისთვის, რომელიც ცხოველებს მცირე საზრიანობის სანაცვლოდ უფასო სასუსნავს სთავაზობს.
ავტომატის მოქმედების პრინციპი მარტივია – ძაღლმა ჯერ თოკზე დაკიდებული ბუტაფორიული ძვალი უნდა მოქაჩოს, რის შედეგადაც ავტომატი ჩოგბურთის ბურთს ისვრის. შემდეგ ბურთი უკან უნდა მიიტანოს და სპეციალურ უჯრაში ჩააგდოს. ამის მერე ავტომატი თეფშზე ლამაზ პაკეტში შეფუთულ საკვებს აგდებს, რომელიც პატრონს შეუძლია იქვე აჭამოს ან შინ წაუღოს.
“ჩვენ მხოლოდ პროდუქციის რეკლამას არ ვაკეთებთ. ძაღლი არა მარტო ერთობა, მოტივაციაც უჩნდება, რომ საკვების მისაღებად გაისარჯოს და წამოკოტრიალებული არ ელოდოს