საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს აფასებს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ დოკუმენტი მიზნად ისახავს ფისკალურ კონსოლიდაციას.
„ბიუჯეტის დეფიციტი მცირდება, კაპიტალური ხარჯი კი იზრდება. უნდა გაგრძელდეს შემოსავლების ადმინისტრირების გაძლიერება, განსაკუთრებით, თავიდან იქნას აცილებული დღგ-ს ზედმეტობების დაგროვება. ხელისუფლებამ უნდა შეზღუდოს მიმდინარე ხარჯების, მაგალითად, ხელფასების ზრდა; გააუმჯობესოს სოციალური პროგრამების მიერ მიზნობრივი ჯგუფების წვდომა; შეამციროს სუბსიდიები და სახელმწიფო საწარმოებისთვის კაპიტალის მიწოდება.
საშუალოვადიანი ფისკალური მიზნები, მათ შორის, ინსტიტუციონალური ფისკალური რეფორმები, უნდა შესრულდეს პროგრამით გაწერილ ვადებში“, – აღნიშნულია ფონდის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
ამასთან, სავალუტო ფონდის მისია დადებითად აფასებს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების გაზრდაზე.
1tv.ge