მამაკაცი, რომელსაც 22 იანვრიდან ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.
სენაკის მკვიდრს რაულ დგებუაძეს 22იანვრიდან ეძებდნენ, ცოტა ხნის წინ კი მისი ცხედარი იპოვეს.
ინფორმაცია “გურია ნიუსს” ნოსირის დეპუტატმა, საბა სირიამ დაუდასტურა.
65 წლის მამაკაცის ცხედარი პლანტაციებთან იპოვეს და ექსპერიზაზე გადაასვენეს.
“გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, მამაკაცი, სავარაუდოდ, გაიყინა: “ჯერჯერობით, უცნობია გარდაცვალების მიზეზი. სავარაუდოდ, გაიყინა”, _ გვეუბნება წყარო.
[sexy_author_bio]