მარნეულის სოფელ მეორე ქესალოს მკვიდრებს შორის დაპირისპირებას ერთი კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ორ კაცს შორის დაპირისპირება 14 ივლისს მოხდა.
რადიო „მარნეულს“ სოფელ კაპანახჩის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა ასიფ იუზბაშოვმა განუცხადა, რომ გარდაცვლილი და მკვლელი შორეული ნათესავები იყვნენ მათ შორის დაპირისპირება კი, სავარაუდოდ, მიწის ნაკვეთზე დავამ გამოიწვია.
დაპირისპირების დროს 50 წლამდე კაცმა 60 წლამდე კაცი დაჭრა. დაჭრილი რუსთავის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს სადაც დღეს, 15 ივლისს, გარდაიცვალა.
წყარო: რადიო “მარნეული”