reuters-ის ინფორმაციით, პაკისტანში სავაჭრო მოლში გაჩენილ ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა. მეხანძრეები ნანგრევებში 60-ზე მეტ დაკარგულ ადამიანს ეძებენ.
ხანძარი შაბათს გვიან ღამით გაჩნდა გულ პლაზაში, სადაც 1200 მაღაზიაა განთავსებული მრავალსართულიან კომპლექსში, რომელიც საფეხბურთო მოედანზე დიდ ფართობზეა გადაჭიმული.
ყარაჩის ისტორიულ ცენტრში ხანძარი 24 საათზე მეტხანს მძვინვარებდა, მისი ჩაქრობა თითქმის შეუძლებელი გახდა.





























































