სავაჭრო ცენტრში მამაკაცი ლიფტის შახტაში ჩავარდა. შემთხვევა ქუთაისში, “გრანდ მოლის” სავაჭრო ცენტრში მოხდა. ინფორმაციას “მეგა ტვ” ავრცელებს.
როგორც “მეგა ტვ” -ს თვითმხილველი უყვება, შემთხვევა დღეს დილით მოხდა – ” ალბათ ავტომატმა აურია, წესით კარები არ უნდა გაღოს ისე თუ ლიფტი არ ამოვა, ეს კიდე გაღებულა და ლიფტი ქვემოთ დარჩენილა. მამაკაცმა სიბნელის გამო ეს ვერ შენიშნა და ლიფტის შახტაში ჩავარდა.”
დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს , მისი მდგომარეობა მძიმეა.
































































