თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე საველე ჰოსპიტალში კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კოვიდ-დეპარტამენტის კოორდინატორმა მერაბ ჩიქოვანმა განუცხადა. ამასთანავე, მან პაციენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ დეტალებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ მეტ ინფორმაციას საზოგადოებას ხვალ მიაწვდის.
ცნობისთვის, ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში მკურნალობას 82 პაციენტი გადის.