ამ წუთებში უმძიმესი ავარია მოხდა ჩოხატაურის ცენტრში. ერთმანეთს დაიჰაცუ და მერსედერსის ჯიპი შეეჯახა. თვითმხილველების თქმით, ჯიპის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე ორპირას ხევში გადავარდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან მანქანა აფეთქდა.
დაშავებულები ჩოხატაურის კლინიკებში გადაიყვანეს. მათ შესახებ, ჯერჯერობით, ინფორმაცია არ ვრცელდება.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და პოლიციის ეკიპაჟები.
“გურია ნიუსი” დეტალებს მალე შემოგთავაზებთ.