საზარელი ავარია მოხდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში. ურეკიდან ლანჩხუთში მიმავალი “ოპელის” მარკის ავტომანქანა საპირისპირო მხრიდან მომავალ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.
ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპა მსუბუქ მანქანაში მჯდომი ოთხი პირი.
როგორც გვითხრეს, ერთ-ერთი მათგანი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სასწრაფო დახმარების ექიმი, 27 წლის მ.კ-ა.
იგი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილში მდებარე დავით აღმაშენებლის სახელობის მონასტრის სტიქაროსანი იყო.
ავარიის შედეგად ადგილზევე დაიღუპა მ.კ-ს დეიდაშვილი გოგონა და მისი ქმარი. როგორც გვითხრეს, გარდაცვლილი ქალი ფეხმძიმედ იყო.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ გზის იმ მონაკვეთი, სადაც ავარია მოხდა, ლანჩხუთის ცენტრალურ გზაზე ერთ-ერთ სახიფათოდ ადგილად მიიჩნევა, რადგან როგორც გვითხრეს მკვეთრი მოსახვევი და ცუდი ხილვადობაა.
გასულ წელს, ამ ადგილზე 16 წლის მოზარდი დაიღუპა.