საფრანგეთის საზღვაო პოლიციამ ნორმანდიის სანაპიროზე 850 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინა, რომელიც რამდენიმე დიდ შეკვრაში იყო განაწილებული. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.
გავრცელებული ცნობით, პოლიციამ შეტყობინება ერთ-ერთი ადგილობრივი მკვიდრისგან მიიღო. სამართალდამცველებს ნარკოტიკის ნაპირზე გამოსატანად დამატებითი ხალი და ტექნიკა დასჭირდა.
ჯერჯერობით, უცნობია, გადმოყარეს ნარკომოვაჭრეებმა ტვირთი ბორტიდან თუ ტრანსპორტირების ასეთი გზა გამოიყენეს. ამოღებული ნარკოტიკის ღირებულება 60 მილიონი ევროა.