საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის სამეურვეო საბჭოს მეურვეების არასრულმა შემადგენლობამ საბჭოს თავმჯდომარედ 3 წლის ვადით ვასილ მაღლაფერიძე აირჩია.
მაღლაფერიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს:
თავად ვასილ მაღლაფერიძემ
- ბონდო მძინარაშვილმა
- გია მურღულიამ
- მიხეილ ჩიკვილაძემ
- იზაბელა ოსიპოვამ
სხდომაზე თავმჯდომარის პოზიციაზე საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა ბესიკ ლილუაშვილმაც, თუმცა მან მხოლოდ 2 ხმა მიიღო – ზურა აბაშიძის და საკუთარი.
სხდომა კამათით დაიწყო. ბესიკ ლილუაშვილი და ლაშა ტუღუში ითხოვდნენ, რომ საბჭოს თავმჯდომარის არჩევა გადაედოთ იქამდე, სანამ მეცხრე წევრს არ აირჩევდა პარლამენტი და საბჭო სრული შემადგენლობით არ შეიკრიბებოდა. კენჭისყრის გადადებას ემხრობოდა ზაზა აბაშიძეც.
ლაშა ტუღუშმა ხმა არც ერთ კანდიდატს არ მისცა, რადგან საბჭოს სრული შემადგენლობით შეკრებამდე თავმჯდომარის არჩევის წინააღმდეგი იყო.
ვასილ მაღლაფერიძის არჩევამდე, 40 წუთის განმავლობაში მეურვეები კამათობდნენ. ლაშა ტუღუში ითხოვდა, რომ კენჭისყრაზე დაეყენებინათ თავმჯდომარის არჩევის გადადების საკითხი, თუმცა მეურვეების უმრავლესობა ამის წინააღმდეგი იყო.