სახალხო დამცველი აპარატი განცხადებას ავრცელებს.
“სახალხო დამცველის აპარატს სურს გამოეხმაუროს ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ დეზინფორმაციულ სიუჟეტს, რომელიც ეხება სახალხო დამცველის რეაგირებას პოლიციელების მხრიდან ნათია ძიძიგურის მიმართ სავარაუდო სექსუალური შევიწროების საკითხთან დაკავშირებით.
საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი 25 ნოემბერს დაუკავშირდა ნათია ძიძიგურს და აცნობა, რომ აპარატი შეისწავლის მის საქმეს და გამოითხოვს ინფორმაციას ყველა შესაბამისი უწყებიდან, მას ასევე დეტალურად განემარტა სახალხო დამცველის მანდატი და სახალხო დამცველის აპარატისთვის განცხადებით მომართვის პროცედურები.
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველის აპარატი მისი მანდატის ფარგლებში, დეტალურად შეისწავლის საქმის მასალებს და შედეგების თაობაზე დამატებით აცნობებს საზოგადოებას”,_ ნათქვამია განცხადებაში.