| პროექტით დაინტერესებულ ჯგუფებთან ურთიერთობამ, რომელიც გამჭვირვალობასა და მხარეების ჩართულობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას ისახავდა მიზნად.
„2021 წელს, პროექტის დაგეგმვის პირველივე დღეებიდან, ჩვენ გვსურდა, შეგვექმნა პრეცედენტი იმისა, რომ ბახვი ჰესის პროექტი მისაღები გამხდარიყო თითოეული დაინტერესებული ჯგუფისთვის. ჩვენ გვსურდა, მოგვეპოვებინა ნდობა და ჩართული მხარეები გვექცია პროექტის მონაწილეებად, რათა პროექტის დასრულებისას, თითოეულს ამაყად ეთქვა, მე ავაშენე ბახვი ჰესი. სწორედ ამიტომ, ჩვენი პროექტის ფარგლებში, აქტიურად ვთანამშრომლობდით ადგილობრივ მოსახლეობასთან, თვითმმართველობასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ადგილობრივ მედიასთან და აზრის ლიდერებთან. ჩვენი ამოცანა იყო ორმხრივი დიალოგი, ინფორმაციის გაზიარება და მოსმენა. 5 წლის შემდეგ კი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამოცანა შესრულებულია. დღეს, როცა პროექტი დასასრულს მიუახლოვდა, ჩართულ მხარეებს სწორედ ასეთი განცდა აქვთ, რომ მათ ჩვენთან ერთად ააშენეს ბახვი ჰესი. ერთი წინადადებით თუ შეიძლება შევაფასოთ განვლილი წლები, ვიტყოდი, რომ ბახვი ჰესი თავისი შინაარსით არის ამბავი ადამიანურ ურთიერთობებზე, რომელიც ცხოვრების მანძილზე ცოცხლობს“, – ამბობს ნიცა ჩოლოყაშვილი, ბახვი ჰესის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი. გამჭვირვალე ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება ჩვენი მთავარი მამოძრავებელია, პროექტების დაგეგმვასა და განხორციელების დროს. |
Developed By Web Features 2025 © All rights reserved

































































