სელენა გომესმა ლოს-ანჯელესში საქმიან შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ჯასტინ ბიბერის ყოფილი შეყვარებული “Creative Artists”-ის სააგენტოში გაემართა, მანამდე კი, დედასთან მენდი კორნეტთან ერთად ისადილა.
მომღერალს ელეგანტური შავი შარვალი და აბრეშუმის ზედა ამშვენებდა, რომლის შიგნიდანაც შავი ბიუსტჰალტერი მოჩანდა.
სელენას ფეხზე მაღალქუსლიანი შავი ფეხსაცმელი ეცვა. ელეგანტურ იმიჯს ხაზს უსვამდა მომღელის შავი სათვალე, ასევე – ბრონზისფერი სამაჯური და 2 ათასი ფუნტი სტერლინგის ღირებულების “Versace”-ს ჩანთა.