სემეკის სხდომაზე ხმაურისა და დაპირისპირების მიუხედავად, საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ “თელასის” ტარიფის გადახედვის საკითხზე ადმინისტრაციული წარმოების გადაწყვეტილება მიიღო.
სემეკი-ის თავმჯდომარე ირინა მილორავამ და სემეკის წევრებმა ამ საკითხს კენჭი უყარეს.
სემეკში საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, რადგან ლეიბორისტული პარტია კომისიას სხდომის ჩატარების საშუალებას არ აძლევდა. სხდომაზე მივიდა შალვა ნათელაშვილიც.
ლეიბორისტები მოითხოვენ, კომისიამ სხდომა შეწყვიტოს და ეს პროცედურა არ დაიწყოს. ისინი სემეკის წევრებს ივანიშვილის და კალაძის ბრძანებების შემსრულებლებს უწოდებენ.
სემეკში წარდგენილი ყოველწლიური სატარიფო განაცხადით “თელასი” სამომხმარებლო ტარიფის გაზრდას ითხოვს.შესაბამისი განცხადება კომპანიამ სემეკში 16 აგვისტოს შეიტანა.
“თელასმა” სატარიფო განაცხადი წარმოადგინა, რომლის ვალდებულებაც გააჩნდა სატარიფო მეთოდოლიგიის მიხედვით. ტარიფი დადგენილია მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ამიტომ კომპანია ვალდებული იყო განაცხადი წარმოედგინა.