ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა სამეგრელო-ზემო სვანეთშიც.
ამ დროისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „სამეგრელო – ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოში სულ შემოსულია 58 შეტყობინება. ძლიერი წვიმის გამო ადიდებულია მდინარეები, დატბორილი საცხოვრებელი სახლებიდან მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები
სენაკში ძლიერი წვიმის გამო ადიდებულმა მდინარე ტეხურამ სოფ. ლეძაძამესა და მარტვილის სოფ. გურძემის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი წაიღო. ამ დროისთვის, წყლის დონე ეტაპობრივად იკლებს. სტიქიის შედეგად, არავინ დაშავებულა“.