თებერვლის ბოლოს სენაკში დაკარგული 8 წლის დღეს დილით მდინარე ტეხურაში გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც Imedinews-ს სენაკის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ განუცხადა, სავარაუდოდ ბავშვი დღეს დილით მდინარემ გამორიყა. ამ ინფორმაციას ადასტურებენ ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველოში.
სენაკში დაკარგული 8 წლის მოზარდის საქმეზე ერთი პირია დაკავებული. გამოძიება მას სსკ-ის 129-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფის დაუხმარებლობას გულისხმობს. სენაკის სასამართლომ დაკავებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა 2 მარტს შეუფარდა.
არსებული ინფორმაციით, ბავშვი ჯართის შეგროვების დროს მდინარეში ჩავარდა.
Imedinews.ge