სენაკში ერთ-ერთ ელექტრო სადენს ცეცხლი გაუჩნდა.
როგროც “გურია ნიუსს” ადგილიდან აცნობეს, ხანძარი, სავარაუდოდ, მოკლე ჩართვამ გამოიწვია.
როგორც საგანგებო მართვის სამსახურში განმარტავენ, ხანძარი ლოკალიზებულია.
“ენერგო პრო ჯორჯიას”ცნობით, მათი წარმომადგენლები ადგილზე უკვე მუშაობენ და ელექტროენერგიის აღდგენა მალე მოხდება.