ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს დილით, სენაკში.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა.
მომხდარის შედეგად დაშავდა ერთი პირი. 50 წლამდე ასაკის მამაკაცი კლინიკა “არქიმედეში” გადაიყვანეს.
მედიკოსების განცხადებით, პაციენტს ჩაუტარდა პირველად გამოკვლევები და ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
დამატებით დეტალებს “გურია ნიუსი”შსს-ში არკვევს. უწყების კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
ავტორი