სენაკში საკრებულოს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო გადაიდო. სხდომას “ქართული ოცნების” არც ერთი წევრი არ დაესწრო. სხდომას, ასევე, არ დაესწრო პარტია “საქართველოსთვის” და “ნაციონალური მოძრაობის” ორ-ორი წევრი.
შეგახსენებთ, რომ სენაკის საკრებულოს 33 წევრი ჰყავს, აქედან 16 _ “ქართული ოცნებიდან”, 13 _ “ნაციონალური მოძრაობიდან” და 4 წევრი _პარტია “საქართველოდან” , თუმცა, ამ პარტიიდან საკრებულოს წევრობაზე, ილია ახალაიამ პირადი განცხადების საფუძველზე, უარი განაცხადა.
[sexy_author_bio]