დღეს, დილიდან, ოზურგეთში, ერთი კილოგრამი ნარევი თხილის ფასი 2 ლარია. ეს არის შერეული, გაუტეხავად მიღების შემთხვევაში არსებული ფასი. „ბერძნულას“ კი კვლავ ტეხავენ და 40-45 თეთრს იხდიან, ერთ ცალზე გაანგარიშებით.
ასეთ შემთხვევაშიც კი, ერთი კილოგრამი თხილის ფასი 3,50 ლარს არ აშორებია.
_გუშინ სენაკში პირად საქმეზე წავედი. 30-იოდე კილოგრამი თხილი გავიყოლიე. ნარევი, რა თქმა უნდა. თხილი რასაც ჰქვია, ყველაფერი ეყარა შიგ. ერთი კილოგრამი სამ ლარად ჩაიბარეს. აქ ორ ლარზე მეტს ცოცხალი თავით არ გადაგიხდიან. ბევრი არც ესაა, მაგრამ საოცარია, სენაკი თუ ნარევ თხილში ასე იხდიან, აქ რატომ ძოვს მაფია? რატომ არის შედარებთ, ყველზე დაბლი ფასი ოზურგეთში, ვიდრე დასავლეთ საქართველოს სხვა ნებისმიერ ქალაქში? – სვამს კითხვას ოზურგეთელი მაია ხარაიშვილი.
_აქ სულ ასეა. კი გამოაჭამეს და გამოულიეს ხალხს 2 ლარად ეს თხილი და აწი რა ფასიც უნდათ, ის დაადონ, არ გაძღნენ. ორი ლარი მარტო ნაჭუჭის ფასია, რომ თქვას კაცმა, – ამბობენ თხილის მიმღებ პუნქტებში მომუშავე ქალბატონები, რომლებიც დილაადრიან, სოფლებიდან ჩამოსული ავტობუსების მგზავრებს დასდევენ, თხილი ჩვენ ჩაგვაბარეთო.
თხილის სეზონი , თითქმის, დასასრულს უახლოვდება და ფასი არ გაზრდილა.
როგორც ჩვენ შევადარეთ, ამ სეზონზე, თხილის ფასი, ყველაზე დაბალია, ბოლო ხუთი წლის მონაცემებს შორის.
მალე ვრცლად, ამის შესახებ „გურია ნიუსში“ გიამბობთ.
ავტორი