სენაკში, გვიან ღამით, ნატოჩაოს უბანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავრდა და ამობრუნდა. მძღოლი თურქეთის მოქალაქეა. 51 წლის მამაკაცი.
“გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, დაშავებული მძღოლი ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ავტორი