ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი, რუსეთის მხრიდან სამხედრო მოქმედებების საფრთხის გამო, აშშ საქართველოს და უკრაინას გაერთიანებისკენ მოუწოდებს.
“ამერიკის ხმასთან” მიცემულ ინტერვიუში სენატორი აღნიშნავს, რომ რუსეთის აგრესიის დიდი ნაწილი უკრაინაზეა კონცენტრირებული, თუმცა უთანხმოებისა და განხეთქილების დათესვა მხოლოდ ერთი ქვეყნით არ შემოიფარგლება.
„რუსეთის აგრესიის დიდი ნაწილი კონცენტრირებულია უკრაინაზე, მაგრამ მისი მავნე საქმიანობა, რომელიც უთანხმოებისა და განხეთქილების დათესვას ემსახურება არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ ერთი ქვეყნით. ჩვენ ვნახეთ პუტინის საშიში ქცევა მთელ აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის, საქართველოში. რუსეთის მხრიდან განახლებული აგრესიის ფონზე, ჩვენს არსენალში უდიდესი რამ ის არის, რომ პუტინს გამარჯვებაზე უარი ვუთხრათ ეროვნული ერთიანობის შენარჩუნებით როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში. მე მოვუწოდებ ორივე ქვეყანას, გვერდზე გადადონ თავიანთი პარტიული უთანხმოება და გამოიყენონ ეს მომენტი და გააერთიანონ თავიანთი ქვეყნები საკუთარი ხალხის საკეთილდღეოდ“ – განაცხადა შენატორმა შაჰინმა.