ცოტა ხნის წინ, კანადაში, კალგარის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მაღალკალორიულმა სენდვიჩმა – კვერცხით, ბეკონითა და ყველით, რომელსაც დილით, უზმოზე მიირთმევთ, შესაძლოა სერიოზული დაავადება გამოიწვიოს.
ყოველდღიურად ასეთი საუზმის მიღება ათეროსკლეროზის განვითარებას უწყობს ხელს.
მათ შეისწავლეს ცხიმებით მდიდარი ბუტერბროდების გავლენა სისხლ-ძარღვების მუშაობაზე.
დადგინდა, რომ ცხიმები ათწლეულების განმავლობაში გროვდება არტერიებზე, რაც შემდეგ ხელს უშლის სისხლის მიმოქცევას.