კომპანია “Disney”-ის კვლევითი ცენტრის მეცნიერებმა დაასრულეს მუშაობა ამბიციურ პროექტ “Botanicus Interacticus”-ზე. ექსპერიმენტების სერიის შედეგად, სპეციალისტებმა მცენარეებისთვის სენსორული შესაძლებლობების მინიჭება შეძლეს.
„დისნეიმ“ სენსორული მცენარეები ვიზუალურ ინდიკატორებს შეუსაბამა, რომელიც ვიზუალურად გამოსახავს მცენარის ცალკეულ ნაწილებზე შეხებისას, მის რეაქციას. მეცნიერებს არავითარი გენური ინჟინერია არ გამოუყენებიათ. სენსორული მცენარის მისაღებად მათ მიწაში, რომელშიც ჩვეულებრივი მცენარე ერგო, ელექტრონული. სენსორები განათავსეს.
მსგავსი მცენარეები, აქამდე, მხოლოდ ფანტასტიკის სფეროს წარმოადგენდა. იგი ჯეიმს კამერონის „ავატარში“ ფიგურირებს, თუმცა ფილმში გამოყენებულია არა რეალური მცენარეები, არამედ – სპეცეფექტები.