სერბეთის პრემიერ-მინისტრი, მილოშ ვუჩევიჩი დღეს გადადგება, – ამ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
მილოშ ვუჩევიჩმა აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო მიიღო.
სერბეთში სამთავრობო კორუფციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ტალღა, რომელსაც სტუდენტები ხელმძღვანელობენ, მას შემდეგ დაიწყო, რაც პირველ ნოემბერს ქალაქ ნოვი სადში რკინიგზის სადგურის სახურავი ჩამოინგრა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ნგრევა კორუფციამ და არასათანადოდ შესრულებულმა სამშენებლო სამუშაოებმა გამოიწვია.