პრემიერმა ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ეკატერინე ტიკარაძე წარადგინა.
ეკა ტიკარაძე კომპანია „დოსტაქარის“ აღმასრულებელი დირექტორი გახლდათ, რომლის შემადგენლობნაში შედის საჩხერის მულტიფუნქციური საავადმყოფო.
საჩხერის საავადმყოფოს მმართველის პოსტზე ეკატერინე ტიკარაძე 2015 წელს პირადად დავით სერგენკომ წარადგინა, თუმცა ამ სამედიცინო დაწესებულებაში ის 2009 წლიდან მუშაობდა. მანამდე კი სწავლობდა უცხოეთში და საქმიანობდა გერმანიის ერთ-ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში.