იუსტიციის სახლი განცხადებას ავრცელებს.
“გაცნობებთ, რომ გლობალური ტექნიკური ხარვეზის გამო იუსტიციის სახლის ფილიალებში შეფერხებულია სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“, სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ და სსიპ „საქართველოს ნოტარიუსთა პალატის“ სერვისების გაცემა; ასევე, სანოტარო ბიუროებში შეფერხებულია სანოტარო სერვისების გაცემა.
ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები.
სერვისების გაცემის პროცესის განახლებისთანავე ინფორმაცია განთავსდება იუსტიციის სახლის ოფიციალურ „Facebook“ გვერდზე”,_ აცხადებს იუსტიციის სახლი.

































































