გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3-დან 8 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი.
როგორც “გურია ნიუსს” უწყებიდან აცნობეს, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შესაძლებელია სეტყვა და ქარის შკვალური გაძლიერება. 3 – 7 მაისს, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
3 – 4 მაისს, ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და +19, +24 გრადუსი იქნება. 5 – 6 მაისს +23, +28 გრადუსამდე დათბება. 7 მაისს ისევ შედარებით გრილი ამინდია მოსალოდნელი. 1 – 7 მაისს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შესაძლებელია სეტყვა”, _აცხადებენ გარემოს ეროვნული სააგენტოში.