პარტია “ლეიბორისტების” ლიდერი შალვა ნათელაშვილი განცხადებას ავრცელებს:
“არჩევნების გაყალბებით რუსეთმა:
გააჩინა ადამიანებს შორის ერთმანეთის მიმართ უნდობლობა!
ივანიშვილის ხელით გააღრმავა დაპირისპირება ქართველებს შორის, ასევე პოლიტიკურ სუბიექტებს შორის !
გააღრმავა ნიჰილიზმი და უიმედობა!
ხალხს დაუკარგა რწმენა ცვლილებების!
ეს მათი დიდი გეგმის ნაწილია, ფსიქოლოგიურად დაანგრიონ ჩვენი ცნობიერება!
მათ უნდათ რომ ისევ ერთმანეთის დადანაშაულება დავიწყოთ, რომ ვითომ არ ვვარგივართ, რომ ვითომ ხალხია ასეთი ქვეყანაში და ვერაფერს შეცვლი, რომ ხელი ჩავიქნიოთ!
გაყალბების სქემა რუსეთის სპეც-სამსახურების მიერაა დაგეგმილი და გახორციელებული!
ეს არის გზა ქვეყნის ბელორუსიზაციისკენ!
ეს თუ შერჩათ, მაშინ ქვეყანაში არჩევნებს არასდროს აზრი არ ექნება!
ეს თუ შერჩათ, მაშინ არასდროს წავლენ!
ეს თუ შერჩათ, მაშინ დამთავრებულია ყველაფერი!
ჩვენ ამას არ დავუშვებთ!”