დღეს, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ქალაქ ოზურგეთში, აგრარულ ბაზარში ხალხს შეხვდა.
„ქართული პოლიტიკური აკადემია აქ დუღს. გურიაში ყოველი ჩამოსვლისას და წასვლის შემდეგ, ჩემი პოლიტიკური ცოდნა და ინტელექტი მაღლდება, თითქოს აკადემია დამემთავრებინოს. იმედია, რამდენიმე დღეში გურულების მაღალი ინტელექტი და დიდი ქართველობა გადამწყვეტ სიტყვას იტყვის და სტარტს მიცემს ქვეყნის განვითარებას, ნათელ გზას, ცვლილებებს და გამარჯვებას. გურიის იმედზეა ქართული პოლიტიკა საუკუნებია“, _ აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას შალვა ნათელაშვილმა.
მან ჩვენთან საუბრისას შეაფასა „ქართული ოცნების“ საპატაო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, რომელიც რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია „იმედზე“ გავიდა.
„ივანიშვილის ინტერვიუების სერიოზულად განხილვა არ შეიძლება. ამან დაანგრია ეს ქვეყანა და უნდა გადგეს გვერდით მშვიდობიანად. მისი წინამორბედები, მათ ვაკრიტიკებდით და ვებრძოდით, მაგრამ პოლიტიკოსები მაინც იყვნენ და როდესაც მიხვდნენ აღარ შეიძლებოდა მათი გაჩერება, გადადგნენ. მას ამის მიხვედრა არ აქვს, მაგრამ ხალხი მიახვედრებს მას 26-ში“, – თქვა შალვა ნათელაშვილმა.
ავტორი