საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში რესტორან „ბაბილოსთან“ მიმდინარე წუხანდელ მოვლენებს ეხმაურება _ გუშინ, რესტორანში მოსამართლეების კორპორაციული ვახშამი პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.
„ისე, რომ ვიცოდეთ, საჭმელში ჩაფურთხება და ამგვარი ზურგსუკან საქციელი ლიეტუვური სტილია და ყოველთვის ყველაზე სამარცხვინო ქცევად ითვლებოდა.
ფაქტია, რომ ყველაზე არაქართული პროტესტის მომსწრე ვართ, რომელიც ლიეტუვიდან გადმოღებული ამ სამარცხვინო ქცევის იმედადაა“, _ წერს შალვა პაპუაშვილი.