კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო შანხაიში ქალაქის ჯერ ერთი, ხოლო შემდეგ მეორე ნახევარი ჩაიკეტება. ამის შესახებ ინფორმაციას cnn ავრცელებს.
ქალაქის აღმოსავლეთ ნახევარი, სადაც 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს კვირის დასაწყისში ჩაიკეტება 4 დღით, პარასკევიდან კი ლოკდაუნი ქალაქის დასავლეთ მხარეში გამოცხადდება, რომლის მაცხოვრებელთა რაოდენობაც 14 მილიონია.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩაკეტვა მიზნად ისახავს მასობრივ კოვიდტესტირებას. ყველას მოეთხოვება მონაწილეობა მიიღოს ქალაქის მასშტაბით Covid-19 სკრინინგში, რომ შეინარჩუნოს ჯანმრთელობის „მწვანე“ კოდის სტატუსი, რომელიც მათ საშუალებას მისცემს შევიდნენ სასურსათო მაღაზიებსა და საზოგადოებრივ ადგილებში.
ჩაკეტვის დროს ადამიანებს ეკრძალებათ გარეთ გასვლა. ასევე შეჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის ავტობუსები, მეტრო, ბორნები და ტაქსები ჩაკეტილ ადგილებში.
შანხაიში დარეგისტრირდა 2,678 ახალი Covid-19 შემთხვევა მხოლოდ შაბათს, რაც შეადგენს იმ დღეს ჩინეთში დაფიქსირებული ახალი შემთხვევების თითქმის ნახევარს.