“ვითხოვდით გირაოს და მოსამართლემ გაითვალისწინა ჩვენი მოთხოვნა” – ამბობს დავით შარაშიძის ადვოკატი მაია თავაძე.
“რეალურად ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დავით შარაშიძე არ არის აღნიშნული კონფლიქტის დამწყები პირი. ის იმყოფებოდა აივანზე სხვა პირებთან ერთად, ვინც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. სრულიად შემთხვევით შეესწრო კონფლიქტს. ყველა მათგანს, რა თქმა უნდა, თვითონაც არ იცნობდა, მისთვის ნაცნობი ზოგი იქედან იყო, რომ იმ სუფრასთან იმყოფებოდნენ. მისთვის კონფლიქტის დაწყების მიზეზი უცნობია. რადგან იქვე იყო, ჩაერთო კონფლიქტში და სურდა გაშველება და მოხდა ის, რაც მოხდა, რასაც ინანიებს”,_ ამბობს ადვოკატი.
_ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტი იმიტომ დაიწყო რომ შარაშიძემ ირაკლი კუჭავას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა…
_ მედიაში რა ინფორმაციაც ვრცელდება ამ ეტაპზე ვერ დავადასტურებ.
ინფორმაციისთვის, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ დავით შარაშიძეს 30 000 ლარიანი გირაო შეუფარდა, თუმცა პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით ასაჩივრებს.
































































