,,ლგბტქი+ უფლებები არ არის მარგინალური საკითხი. ეს არის კონკრეტული მაგალითი, თუ რამდენად ესმის საზოგადოებას მრავალფეროვნების და ადამიანის ღირსების“, _ ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„LGBTQI+ უფლებები არ არის მარგინალური საკითხი. ეს არის კონკრეტული მაგალითი, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას მრავალფეროვნებისა და ადამიანის ღირსების მიმართ. ევროკავშირში, ჩვენ არ ვასხვავებთ, ჩვენ ვაერთიანებთ.
ის ეხება ჩვენს ყველაზე პირადულ ფიქრებსა და რწმენებს: ჩვენს ფუნდამენტურ თავისუფლებებს. ევროკავშირში, ჩვენ არ ვახდენთ დისკრიმინაციას, ჩვენ ვახდენთ ინტეგრირებას“, – განაცხადა შარლ მიშელმა.
ავტორი: მერაბ ცაავა