“კატა-თაგვობანას“ თამაში უნდა დასრულდეს, თურქეთმა პროვოკაციები და მტრული რიტორიკა უნდა შეწყვიტოს – ამის შესახებ ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში ბუნებრივი აირის რესურსებთან დაკავშირებით მიმდინარე დავაზე საუბრისას განაცხადა, _ ინფორმაციას Reuters ავრცელებს
,,კატა-თაგვობანას თამაში უნდა დასრულდეს. ოქტომბერში ჩვენ განვსაზღვრეთ პოზიტიური დღის წესრიგი, ჩვენ გავუწოდეთ ხელი, თურქეთმა უნდა შეწყვიტოს პროვოკაციები, მტრული რიტორიკა“, – განაცხადა შარლ მიშელმა
როგორც Reuters წერს, 10 დეკემბერს დაგეგმილი ევროკავშირის სამიტის წინ თურქეთმა საბერძნეთიდან სადავო წყლებიდან კვლევითი გემი კვლავ გაიყვანა.
გამოცემის ინფორმაციით, სამიტზე ევროკავშირის ლიდერები თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე იმსჯელებენ.





























































