უკრაინას სჭირდება ევროკავშირი და ევროკავშირს სჭირდება უკრაინა,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა.
შარლ მიშელის თქმით, ევროპა არასდროს მიიღებს ძალადობით მართულ სამყაროს.
„თქვენ მარტო არ ხართ. ჩვენ ვიდგებით თქვენთან ერთად იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა. ჩვენ არასოდეს მივიღებთ სასტიკი ძალადობით მართულ სამყაროს.
უკრაინა აღადგება.
უკრაინას სჭირდება ევროკავშირი, ევროკავშირს ასევე სჭირდება უკრაინა. უკრაინა გახდება უფრო ძლიერი, თავისუფალი და აყვავებული”,- განაცხადა მიშელმა სოციალურ ქსელში.