,,უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სწრაფი დანიშვნა სრულად არ ასახავს კონსულტაციების შედეგებს“, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პრემიერთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მოსამართლეების დანიშვნა არის დაკარგული შესაძლებლობა.
„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სწრაფი დანიშვნა სრულად არ ასახავს იმ კონსულტაციების შედეგებს, რომელიც იყო საერთაშორისო პარტნიორებსა და ასევე, ადგილობრივ დაინტერესებულ ჩართულ პირებთან. ეს ნამდვილად არის დაკარგული შესაძლებლობა“, – განაცხადა მიშელმა.
ავტორი: მერაბ ცაავა