დღეს, ოზურგეთში, ერთი კილოგრამი თხილი სამი ლარი ღირს. ძირითადად, იბარებენ „გულშიშველას“, „ბერძულას“ ფასი განსხვავებული არ არის. პირიქით, თხილის მიმღებ პუნქტებში განმარტავენ, რომ „ბერძულა“, შესაძლოა, დაბალ ფასშიც ვერ მივიღოთ, რადგან მეგალე ტკიპას მიერ ისევეა დაზიანებული, როგორც გასულ წელს იყო, მეგალე ტკიპას მიერ.
როგორც სპეციალისტები განმარტავენ, თხილის ეს სახეობა იმუნიტეტის დაბალი ხარისხით გამოირჩევა და მავნებელი სწორედ ამიტომ აზიანებს.
გასულ წელს, 6 ივნისს, ერთი კილოგრამი თხილის ფასი 3 ლარი და 70 თეთრი იყო. მიუხედავად იმისა, რომ „გულშიშველას“ ხარისხი წელს უნაკლოა და თხილის მოსავალიც ძალზე ცოტაა, ფასი მაინც არ აქვს შესატყვისი. კვლავ ისმის, რომ უხარისხო თხილს აბარებს მოსახლეობა და ფასიც ამიტომ ვარდება.
მიუხედავად იმისა, რომ წელს უხვ მოსავალს ელოდნენ, თხილის ბაღები, თითქმის, ცარიელია და ამას ხალხი გაზაფხულის გვიან ყინვებს აბრალებს, რომელიც მაისის დასაწყისში იყო გურიის რეგიონში.