შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის ფამო ევროკავშირის დროშაც დაეშვა.
“ევროკავშირის დროშა დაშვებულია რადგან კვირას, შატილის გზაზე ტრაგიკულად დაღუპულებს ვგლოვობთ. ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებსა და მეგობრებს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ დაზარალებულებს“,_ განაცხადა კარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.
შეგახსენებთ, რომ ტრაგედია 23 აგვისტოს საღამოს დატრიალდა. მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი დაიღუპა, 3-ის მდგომარება მძიმეა, თუმცა ექიმები მათ გადარჩენას იმედოვნებენ.
მომხდარის გამო დღეს საქართველოში გლოვის დღეა. დაშვებულია დროშები ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე.