EU-UNDP- ის პროექტის – „ შავი ზღვის ბუნების მონიტორინგის განვითარება“- ფარგლებში შავი ზღვიდან აღებულ ყველა ნიმუშში ანტიბიოტიკის მიმართ გამძლე ბაქტერიები (ARGs) დაფიქსირდა.
ანტიბიოტიკ გამძლე ბაქტერიების გავრცელება (ARGs) მთელი შავი ზღვის რეგიონის, ასევე სანაპიროების მიმდებარე და შენაკადი მდინარეების მასშტაბით შეისწავლეს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ARGs-ები ეწინააღმდეგებიან ანტიბიოტიკების ფართო სპექტრს (ბეტა-ლაქამტაზას, მაკროლიდებს, გლიკოპეპტიდებს, კოლიცინს).
ყველაზე მეტი რაოდენობით დაფიქსირდა ARGs-ები, რომლებმაც არ გაააქტიურეს ბეტა-ლაქამტაზები და ვანკომიცინის ჯგუფის ანტიბიოტიკები. მეცნიერები განსაკუთრებით აკვირდებოდნენ კოლიცინის გამძლე MCR-1 გენს, რომელიც პირველად შავი ზღვის მიკრობულ ჯგუფებში გამოვლინდა. მკველვარები ფიქრობენ, რომ ანტიბიოტიკ გამძლე ბაქტერიების (ARGs) წყარო არის ზღვაში შემდინარე კანალიზაცია და ვეტერინარული წამლების გამოყენება.
კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ნაშრომში: „ანტიბიოტიკ გამძლე მიკრობული სოციუმები შავ ზღვაში“ (Antibiotic Resistance in Black Sea Microbial Communities), რომელიც გამოქვეყნებულია სამეცნიერო ჟურნალში ‘Frontiers in Environmental Science’.
ბოლო ხანებში გაზრდილი ანტიბიოტიკ გამძლე ბაქტერიების რაოდენობა წარმოადგენს ყველაზე უფრო დიდ საფრთხეს კაცობრიობის სიცოცხლისთვის და ის უახლოეს ათწლეულებში გამოავლენს თავს, როგორც ყველაზე უფრო მეტი სიკვდილის გამომწვევ მიზეზად ადამიანებში, _ აცხადებს WHO.
[sexy_author_bio]