შავ ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი, რის გამოც ზღვაში შესვლა იკრძალება. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
„ამინდის გაუარესების გამო, შავ ზღვაში მოსალოდნელია 4-5 ბალიანი შტორმი. ტალღების სიმაღლე 3.5-დან 4-მეტრამდე მიაღწევს, რის გამოც ზღვაში შესვლა იკრძალება. ყველა სამაშველო კოშკურაზე აღიმართება წითელი ალამი“, _წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს ამკრძალავ ნიშნებს ყურადღება მიაქციონ და მაშველების რეკომენდაციებს დაემორჩილონ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაცითვე, 1 ივნისდან 17 სექტემბრამდე შავ ზღვაზე გამოცხადდა 31 საშტორმო გაფრთხილება, მაშველებმა შტორმის დროს 207 ადამიანი გადაარჩინეს.